„გახარია საქართველოსთვის“ - მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა

მიხეილ ყაველაშვილმა, ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტს კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა წარედგინა, მაგრამ მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ გუნდთან.

„დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით - ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია პირდაპირ ითხოვს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს, მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.

შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მივიჩნევთ არა ფორმალურ შეცდომად, არამედ საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეშ დარღვევად, ინსტიტუციებისა და იმ მოქალაქეების უპატივცემულობად, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა