ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი - ვინ ვის დაადო ხელი, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მან თქვა სიმართლე და ეს განაჩენითაც დადასტურდა

ვინ ვის დაადო ხელი, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მან თქვა სიმართლე და ეს დღევანდელი განაჩენითაც დადასტურდა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მჭედლიშვილის თქმით, სასამართლომ დღეს გამოიკვლია ის საკითხები, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ღუდუშაური საპროცესო გარიგების დეტალებს ეთანხმებოდა.

„დღეს სასამართლომ კიდევ ერთხელ გამოიკვლია საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, სასამართლო თავად უნდა დარწმუნდეს, რამდენად შეესაბამება საპროცესოს პირობები ბრალდებულის ნებას და ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ ეს პირობები შეთანხმებული იყო მასთან. ეს იყო მისი ნამდვილი ნების გამოხატულება და, შესაბამისად, კანონის სრული დაცვით მოხდა ამის დამტკიცება.

ვლადიმერ ღუდუშაურმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და თქვა ის სიმართლე, რაც რეალურად ამ საქმეში არსებობდა და რაც დღეს დადასტურდა გამოცხადებული განაჩენით, შესაბამისად, ვინ ვის დაადო ხელი, ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მან თქვა სიმართლე და ეს დღევანდელი განაჩენითაც დადასტურდა”, - აღნიშნა ადვოკატმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში