ადვოკატი - ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს - სრულ გამამტყუნებელ განაჩენს არ ველოდებოდით, გავასაჩივრებთ

აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხათუნა ხურცილავას განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ვფიქრობდით ნაწილობრივ მაინც მიიღებდა სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას, გამამართლებელ განაჩენს ვგულისხმობ, მაგრამ არაუშავს, გავასაჩივრებთ და სააპელაციოში ვიდავებთ.

არ ველოდებოდით სრულ გამამტყუნებელ განაჩენს იმიტომ, რომ ბრალდება დამოკიდებული იყო მხოლოდ ღუდუშაურის და ტუკვაძის ჩვენებაზე, ორივე იყო მნიშვნელოვნად მიჩნეული. სანამ მათ არ მისცეს ჩვენება, ბრალი ვერ წაუყენეს ბატონ ჯუანშერს და ახლაც მოსამართლემ გაიზიარა ეს ორი უსუსური ჩვენება, რომლებმაც თავის გადარჩენის მიზნით მისცეს ჩვენება... პროკურატურამ რატომ გვითხრა უარი საპროცესოზე პასუხი არ გვაქვს“, - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

კითხვაზე, ჯუანშერ ბურჭულაძე რატომ არ ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას, ადვოკატი აცხადებს: „სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა“.

ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება