თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატიც გაასაჩივრებს

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს. ამის შესახებ ხაინდრავას ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ პროკურატურა საკუთარ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქმე გაგრძელდება საერთაშორისო დონეზეც და საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გადავა.

„მოლოდინი მქონდა [გამამტყუნებელი განაჩენის] მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ყველაზე ცუდი, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ სრულად დააკმაყოფილა და გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ძალიან საინტერესოა როგორ შეიძლება დაასაბუთოს მოსამართლემ, რადგან ყველა ვისმენდით თუ რა ჩვენებები მისცეს სასამართლოს ე.წ. ოქროს მოწმეებმა, ვგულისხმობ ღუდუშაურის ჩვენებას და ტუკვაძის ჩვენებას. როგორც ტუკვაძემ, ასევე ღუდუშაურმა სასამართლოში დაადასტურეს. ეს ის მოწმეები არიან, რომლებისაც სჯერათ, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, რომლებმაც თქვეს, რომ ხაინდრავა არაფერ შუაში არ იყო. მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძემ საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა, რომ ხაინდრავა არის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანი და მის როლს საერთოდ ვერ ხედავს, მაგრამ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ შევძლებთ სამი მოსამართლის დარწმუნებას. პროკურატურა საკუთარ თავთან და მოწმეებთან მოდის წინააღმდეგობაში.

აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს საქმე ხაინდრავას ნაწილში აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში“,- განაცხადა ჭკადუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა