ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების კლასტერები დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას,- ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ.

„პრეზიდენტებმა აღნიშნეს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიაღწია. ისინი დაუყოვნებლივ მოითხოვენ მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მეტიც, პრეზიდენტები მიესალმნენ უკრაინის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ აუცილებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში შემდგომ დაფინანსებას განბლოკავს. მათ აღნიშნეს სარეფორმო პროგრესი, რომელსაც უკრაინამ გამოწვევებით სავსე პირობებში მიაღწია და მეტი ძალისხმევების მოწოდებით გამოვიდნენ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

პრეზიდენტები ასევე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას მიესალმნენ.

ცნობისთვის, ფონ დერ ლაიენის თქმით, 90 მილიარდიდან ერთი-მესამედი უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებებზე წავა, ხოლო ორი-მესამედი - თავდაცვაზე.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება