ვაჟა დარჩია - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება და ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ბუღალტერიაში შესვლა, არის იმედის დაკარგვა სახელმწიფოს მხრიდან მშობლებისთვის - ყველას მოვუწოდებ, ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადება და ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ბუღალტერიაში შესვლა, არის იმედის დაკარგვა სახელმწიფოს მხრიდან მშობლებისადმი, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა, ვაჟა დარჩიამ დიუშენით დაავადებულ ბავშვების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

დარჩია იმედს იტოვებს, რომ „სახელმწიფოს ეყოფა გონიერება და გვერდში დაუდგება დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს“.

„ყველა უნდა საუბრობდეს იმედზე. სახელმწიფოს ფუნქციაა ადამიანებისთვის იმედის დაბრუნება. ჯანდაცვის მინისტრმა, გუშინ, ეს იმედი მოუკლა იმ ადამიანებს, რომლებიც ბრძოლას აგრძელებენ თავიანთი შვილების მომავლისთვის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადება და ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ბუღალტერიაში შესვლა, არის იმედის დაკარგვა სახელმწიფოს მხრიდან მშობლებისადმი. ყველას მოვუწოდებ, ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ - 80-მდე ბავშვს გაუგრძელდეს სიცოცხლე, იქნება ეს ერთი წლით, ორი თუ ათი წლით, ყველამ მივიჩნიოთ ეს მთავარ ვალდებულებად. სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ ადამიანებს, მშობლებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი შვილების გადარჩენისთვის, იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფოს გონიერება ეყოფა და ბუღალტერია არ, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საქმე სახელმწიფოს არ აქვს. სოლიდარობას ვუცხადებ ბავშვებს, მიეცით წამალი ბავშვებს!“,- განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა