ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებულების საქმის პროკურორი - თუ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციებში წაიღებს, ბრალდების მხარე კვლავ ეცდება საკუთარი პოზიციების დასაბუთებას ყველა ინსტანციაში

თუ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციებში წაიღებს, ბრალდების მხარე კვლავ ეცდება საკუთარი პოზიციების დასაბუთებას ყველა ინსტანციაში, - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვასილ მხეიძისა და ვლადიმერ ღუდუშაურის საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დასაბუთებული მტკიცებულებებით ზედა ინსტანციები ბრალდებულებთან დაკავშირებით ზუსტად იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც საქალაქო სასამართლომ მიიღო.

„სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო მათთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში. ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ სასამართლომ დაადგინა, რომ ის დამნაშავე იყო როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ისე უკანონო ქონების მიღებაში და ამ ქონების ლეგალიზაციაში და მას განუსაზღვრა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე დაადგინა, რომ გიორგი ხაინდრავამ განახორციელა გაფლანგვა, რის გამოც მას განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ვასილ მხეიძემ ჩაიდინა გაფლანგვაში დახმარება და ასევე ზეგავლენით ვაჭრობა, რის გამოც მას ასევე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ასევე, ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამორთმეოდა ის ქონება, რომელიც მან გამოიყენა ამ დანაშაულის განხორციელების დროს. ეს არის ესპანეთში მდებარე სახლი და ნაკვეთი და ასევე ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე სახლი, რომლის გაყიდვითაც ცდილობდა ამ უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზებას. სასამართლომ ესეც გაითვალისწინა და მას ჩამოერთვა, დაახლოებით, სამი მილიონის ოდენობის ქონება.

რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციებში წაიღებენ, ბრალდების მხარე კვლავ ეცდება საკუთარი პოზიციების დასაბუთებას ყველას ინსტანციაში და ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ თუნდაც იმ მტკიცებულებებით, რის საფუძველზეც დღეს დადასტურდა სამივე მსჯავრდადებულის ბრალეულობა, ასევე მოხდება როგორც სააპელაციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა პროკურორმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია