დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმება მხოლოდ მაშინ გაფორმდება, როდესაც ეს შესაბამისი და კარგი იქნება აშშ-ისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვისა და მსოფლიოსთვის - დრო ირანის მხარეს არ არის

ირანთან შეთანხმება მხოლოდ მაშინ გაფორმდება, როდესაც ეს შესაბამისი და კარგი იქნება აშშ-ისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვისა და მსოფლიოსთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„იმ ხალხისთვის… რომელიც ფიქრობს, რომ ირანთან ომის (საერთოდ თუ დაარქმევ ამას!) დასრულებაზე „ვნერვიულობ”, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ყველაზე მცირე ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანი ვარ ასეთ თანამდებობაზე. მთელი დრო მაქვს მსოფლიოში, მაგრამ ირანს არა - დრო იწურება!

ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები განადგურებულია, მათი ლიდერები ჩვენთან აღარ არიან, ბლოკადა მჭიდრო და ძლიერია, და ამის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება მათთვის - დრო მათ მხარეს არაა! შეთანხმება მხოლოდ მაშინ გაფორმდება, როდესაც ეს შესაბამისი და კარგი იქნება აშშ-სთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვისა და, რეალურად, დანარჩენი მსოფლიოსთვის“, - წერს ტრამპი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა