„გახარია საქართველოსთვის“ წევრი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მიხეილ ყაველაშვილს კონსულტაცია არ გაუმართავს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით - ეს იქნებოდა ფორმალური, მაგრამ დაცული იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენით, ე.წ. პრეზიდენტმა დაარღვია პროცედურული ნაწილი და, შესაბამისად, კონსტიტუციაც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, არჩილ სამნიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც სამნიძე წერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელიც უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ იქნება წარდგენილი.

„მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის კონსტიტუციის დარღვევით წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატი. მას არავითარი კონსულტაციები არ გაუმართავს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფთან.

ჩანაწერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციიდან:

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის (!) შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს”.

მესმის და მართალია, რომ აღნიშნული კონსულტაცია იქნებოდა ფორმალური ხასიათის, მაგრამ დაცული იქნებოდა ელემენტარული კონსტიტუციური პრინციპი მაინც. შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენით, ე.წ. პრეზიდენტმა დაარღვია პროცედურული ნაწილი და, შესაბამისად, კონსტიტუციაც.

ასე ესმით ამათ კონსტიტუცია”, - წერს სამნიძე სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა