პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებულების მიმართ გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა ხელშეკრულებებით შეძენილი საქონლის ღირებულება, რითაც თავდაცვის სამინისტროს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა ხელშეკრულებებით შეძენილი საქონლის ღირებულება, რითაც თავდაცვის სამინისტროს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7 880 786 ლარის ოდენობის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ასევე ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მეუღლესთან ერთად, ესპანეთში 544 000 ევროდ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით შეიძინეს. აღნიშნული თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით კი ბრალდებულის მეუღლესა და მესამე პირს შორის დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, ისე, რომ რეალურად ეს ქონება არ გასხვისებულა. თანხის უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.

სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე მას ჩამოერთვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში, ესტეფონას მუნიციპალიტეტში მდებარე ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ვასილ მხეიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339’-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა”,-ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება