დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები აშშ-ს მომდევნო კვირებში ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯოზეფ აუნი მომდევნო კვირებში აშშ-ში შეხვედრას გამართავენ.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ლიბანისა და ისრაელის მაღალჩინოსნებთან და ვფიქრობ, რომ ლიბანის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი მომდევნო რამდენიმე კვირაში აქ ჩამოვლენ“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიბანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის სამი კვირით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

„ისინი დამატებით სამ კვირაზე შეთანხმდნენ, ვფიქრობ, სროლის გარეშე - ცეცხლის შეწყვეტაზე - აღარანაირი სროლა. ვნახოთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება. ეს მათ შორის არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ჰეზბოლაზე საფიქრალი“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის შეხვედრა ისტორიული იქნება, რადგან ისინი არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა