რომის პაპი  - ომის მომხრე ვერ ვიქნები

რომის პაპმა ლეომ ირანში მომიტინგეების მკვლელობა დაგმო და განაცხადა, რომ ადამიანებისთვის სიცოცხლის უსამართლოდ წართმევა აღმაშფოთებელია.

„ვგმობ ყველა უსამართლო ქმედებას. ვგმობ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას. როდესაც რეჟიმი, როდესაც ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვა ადამიანების სიცოცხლეს უსამართლოდ ართმევს, ცხადია, ეს არის ის, რაც უნდა დავგმოთ“, - განუცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებს შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ირანში ათასობით მომიტინგის მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას შეეხებოდა.

ამასთან, რომის პაპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომს მხარს ვერ დაუჭერს.

„როგორც პასტორი, ომის მომხრე ვერ ვიქნები“, - აღნიშნა რომის პაპმა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპ სოციალურ ქსელში „სუსტი“ და „საშინელი“ უწოდა იმის გამო, რომ მან ირანის წინააღმდეგ ომი გააკრიტიკა. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა : „ვინმე ხომ ვერ ეტყოდით პაპ ლეოს ირანელი მომიტინგეების დაღუპვის შესახებ?“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა