გაერო-ში ისრაელის ელჩი - ლიბანში გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით გარანტირებული არ არის

ლიბანში გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტა 100%-იანი არ არის, ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელი უნდა ვიყოთ. მოგეხსენებათ, ლიბანის მთავრობას არ აქვს კონტროლი „ჰეზბოლაზე“ და „ჰეზბოლა“ რაკეტებს აგზავნის ცეცხლის შეწყვეტის საბოტაჟის მიზნით. ჩვენ კი, ისრაელმა, უნდა ვუპასუხოთ. ყოველთვის, როცა საფრთხეს ვხედავთ, ზომებს ვიღებთ“, - აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, შეთანხმება იმაზე უკეთესია, ვიდრე ადრე არსებობდა, თუმცა გახანგრძლივებული ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით გარანტირებული არ არის.

„მნიშვნელოვნად უკეთესი სიტუაციაა. ეს 100%-იანი არ არის. იმედი მაქვს, რომ ლიბანის სამხედროები რეალურად შეძლებენ ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებას და აღსრულებას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ გადაწყვეტილება ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრას მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა