უკრაინული მედია - ხუთი აზერბაიჯანული გემი ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთი აზერბაიჯანული გემი ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 23 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანიის“ (ASCO) საკუთრებაში არსებულ გემ „ზაქათალას“, ასევე ASCO-სა და SOCAR-ის ერთობლივი საწარმოს საკუთრებაში არსებული გემების, „შუშას“, „ყარაბაღის“, „ხანკენდისა“ და „ზანგეზურის“ წინააღმდეგ დაწესებულის სანქციები მოიხსნა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საკითხის დადებითი გადაწყვეტა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს, ASCO-ს და SOCAR-ის მიერ განხორციელებული კოორდინირებული დიპლომატიური და სამართლებრივი ძალისხმევის შედეგად.

აზერბაიჯანული მედია ასევე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გემები გრძელვადიანი იჯარით იყო გაცემული მესამე მხარეებზე ჩარტერული ხელშეკრულებების საფუძველზე და მათი ექსპლუატაცია განხორციელდა საერთაშორისო რეგულაციების, მათ შორის საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების სრული დაცვით.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა