2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, მათგან 60% რუსეთის მოქალაქეა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, რაც 1 254-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით (3 587).

როგორც bpn.ge წერს, 2025 წელს მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, ყველაზე მეტი - 1 393 ადამიანი (თითქმის 60%) - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო.

ათეული კი ასე ნაწილდება:

რუსეთის ფედერაცია - 1 393

გერმანია - 296

უკრაინა - 114

სომხეთი - 104

აშშ - 81

ისრაელი - 71

თურქეთი - 62

საბერძნეთი - 43

გაერთიანებული სამეფო - 23

სხვა ქვეყანა - 132

ამასთან, საქსტატის ცნობით, ბოლო 11 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 39 061 ადამიანმა მიიღო.

2015 - 4,016

2016 - 4,879

2017 - 4,447

2018 - 4,019

2019 - 2,991

2020 - 2,324

2021 - 2,485

2022 - 4,869

2023 - 3,111

2024 - 3,587

2025 - 2,333

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი