მზია ამაღლობელი - ჩემ შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებები არა შეფასებითი, არამედ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო, ამიტომ მიაჩნია, რომ სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეწყვიტოს

ირაკლი კობახიძე არის მოპასუხე მხარე, პრემიერ-მინისტრის სტატუსით, რომელმაც ძალაუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადებები არა შეფასებითი, არამედ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო, ამიტომ მიაჩნია, რომ სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეწყვიტოს.

„მე მსჯავრდებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ჩემს პატიმრობაზე საუბარს.

სიმართლე გითხრათ, ამ მოცემულობაში ყოფნა, ბედის ირონია მგონია. უნდა იმსჯელოთ საქმის დასაშვებობაზე, რომელიც სამოქალაქო დავაა. ბედის ირონია მგონია იმიტომ, რომ ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. დაცვის ავტორი ვარ, ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა და რომლისთვისაც ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება.

ირაკლი კობახიძე კი არის მოპასუხე, პრემიერ-მინისტრის სტატუსით, რომელმაც ძალაუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა.

საქმეში მოცემულია საჯარო განცხადებები. ეს განცხადებები კი შეფასებითი არ იყო, განზრახ იყო გაკეთებული. მან განაცხადა - „ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც ეს ადამიანი პოლიციელებს სტიკერებს აკრავდა“. ასეთი ფაქტი კი ბუნებაში არ ყოფილა. მინდა მოვისმინო მსჯელობა სასამართლოში, ან კითხვა მაინც დაისვას სასამართლოსგან, კობახიძე რომ ამ განცხადებებს აკეთებდა, გაცნობიერებული გქონდა ეს თუ დაუდევრობა იყო? თუ საქმე არ შეწყდება, სასამართლოს ექნება კითხვა - რამდენად პასუხისმგებლიანი იყო მისი განცხადებები. მან [ირაკლი კობახიძემ] უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ როდესაც ამ განცხადებებს აკეთებდა, ჰქონდა თუ არა გადამოწმებული და თუ არა - რა ძალისხმევა გაიღო ამისთვის.

მთელი იმ გამონათქვამების დროს, რომელიც საქმეშია, უდანაშაულობის პრეზუმფცია მიცავდა. იმედი მაქვს, რომ სასამართლო საქმეს არ შეწყვეტს. მისი განცხადებები არ იყო შეფასებითი, ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ეს მისი მხრიდან მიზანმიმართულად იყო გაკეთებული თუ დაუდევრად“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც ის ირაკლი კობახიძეს ცილისწამებისთვის უჩივის.

ჟურნალისტი სასამართლოსგან ითხოვს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომლებიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთა, ცილისმწამებლურად შეფასდეს.

სასამართლო პროცესს ესწრება თავად მოსარჩელე მზია ამაღლობელი, ხოლო მოპასუხე მხარე- ირაკლი კობახიძე პროცესზე არ გამოცხადებულა, არც მისი წარმომადგენელი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა