კონკურენციის სააგენტო - საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში 4093 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, მათ შორის 2 კონცენტრაცია, სავარაუდოდ, GCCA-სთან წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარებოდა, რასთან დაკავშირებითაც სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით, GCCA-მა 2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ ორ კონცენტრაციასთან მიმართებით საქმის წარმოება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 4093 ტრანზაქცია დარეგისტრირდა - 4072 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ხოლო 21 შემთხვევა შეფასდა კონცენტრაციად და დააკმაყოფილა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი კრიტერიუმი ერთობლივი შემოსავლების ნაწილშიც.

სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული 21 შემთხვევიდან 19 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისაგან გაათავისუფლა. რაც შეეხება დარჩენილ ორ შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, GCCA-მა აღნიშნულ ორ კონცენტრაციასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო.

2025 წელს, GCCA-მა თანხმობა გასცა 18-კონცენტრაციაზე, ხოლო 2026 წელს, არსებული მდგომარეობით, თანხმობა გაცემულია 5-კონცენტრაციაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა