მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას - ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? ტელეეთერის შესავსებ მოლაპარაკე თავებად იქეცით, აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა

ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: “სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო...” მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? -ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას.

სააკაშვილი მათ მოუწოდებს, გადატვირთონ რიტორიკა, რადგან მისი შეფასებით, „ძალიან აცდენილი არიან რეალობას“.

„ქოცები“ სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო - დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: “სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო...” მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილმა, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან, თუ როგორია თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც არ აქვს საშუალებები ტელევიზიით გამოსვლით, ციხიდან ჩაგიკეტათ თქვენ ეს ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა და ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა როგორც 2012-ში“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა