ნატო აშშ-ის მიერ ესპანეთისთვის წევრობის შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაციაზე - არ არსებობს დებულება, რომელიც წევრების გარიცხვას ითვალისწინებს

ნატო აცხადებს, რომ არ არსებობს დებულება წევრი ქვეყნებისთვის ალიანსის წევრობის შეჩერების ან მათი გარიცხვის შესახებ.

ნატო-ს ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება „არ ითვალისწინებს რაიმე დებულებას ნატო-ს წევრობის შეჩერების ან მისგან გარიცხვის შესახებ“.

გამოცემამ ნატო-ს კომენტარისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ირანის ომისადმი ესპანეთის პოზიციის გამო ქვეყნის ალიანსში წევრობის შეჩერება სცადოს. კერძოდ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ პენტაგონის შიდა ელექტრონულ წერილში აღწერილია ვარიანტები, თუ როგორ უნდა დასაჯოს შეერთებულმა შტატებმა ნატო-ელი მოკავშირეები, რომლებმაც ირანთან ომში აშშ-ის ოპერაციების მხარდაჭერა ვერ შეძლეს. ეს ზომები მოიცავს ესპანეთისთვის ალიანსის წევრობის შეჩერებას და ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტანეთის პრეტენზიასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის გადახედვას.

ინფორმაციას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანა არა ელექტრონულ ფოსტაზე დაყრდნობით, არამედ ოფიციალური დოკუმენტებით მუშაობს.

„ჩვენ არ ვმუშაობთ ელექტრონული ფოსტით. ჩვენ ვმუშაობთ ოფიციალური დოკუმენტებით“, - უპასუხა სანჩესმა ჟურნალისტს საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა