სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვა აღევლინება, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მივიდნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვა აღევლინება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მივიდა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან: პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი; პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი; მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.

სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს