აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილის სონატა კოლტერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერი აქვთ გამოსაცხადებელი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის და ვიზიტის დეტალების გარკვევის მიზნით „ინტერპრესნიუსმა“ აშშ-ის საელჩოს საქართველოში შესაბამისი კითხვით მიმართა.

„ამ დროისთვის ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი“, - უპასუხეს „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ის საელჩოში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაისის დასაწყისში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი ჩამოდის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა