ემილ ავდალიანი - ვაშინგტონის გათვლებით, თეირანთან „საერთო ენის“ გამონახვა ირანზე მძლავრი სამხედრო და ეკონომიკური წნეხის ქვეშ უნდა ხდებოდეს

ირანში დაწყებულ აშშ-სა და ისრაელის ომზე, აშშ-ს მხრიდან ჰორმუზის სრუტის ორმხრივ დაბლოკვაზე, ასევე იმაზე თუ რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი ტრამპი, სავარაუდოდ, როგორ აისახება აშშ-ირანის ომზე ირანის საკითხში აშშ-სა და ევროპის განსხვავებული პოზიციები, ასევე იმაზე, რა როლს შეასრულებს ჩინეთი აშშ-ირანის ომში, იმის გამო რომ ჩინეთი ირანის ეხმარება, სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება ევროპა-ჩინეთის ურთიერთობები, რას შეიძლება ნიშნავდეს სირიის გადაწყვეტილება თურქეთმა პალმირაში ააშენოს თურქული სამხედრო ბაზა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შედეგებზე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, მიუხედავად იმისა რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების თემაზე დღე არ გავა ინფორმაცია არ გავრცელდეს, თან ურთიერთგამომრიცხავი ორივე მხრიდან, არ ჩანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება.

პრეზიდენტი ტრამპი ხან აცხადებს რომ ირანელების მსგავსად აშშ-ც ხურავს ჰორმუზის სრუტეს, ხანაც აცხადებს რომ არ ხურავს. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ სრუტის ბლოკირებით სარგებელს აშშ ნახულობს, რადგან მსოფლიო ბაზარზე ახლა ყველაზე მოთხოვნადი ამერიკული ნავთობია.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია რომ ტრამპის გათვლა აქვს იმაზე რომ ირანის ხელისუფლებას ეკონომიკურად საკმაოდ გაუჭირდება და თავად დათანხმდება ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს.

თქვენ როგორ შეფასებდით ირანის ომთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას? რის მიღწევა სურს აშშ-ს ჰორმუზის სრუტეზე ორმაგი ბლოკადის შესახებ გაკეთებული განცხადებებით?

- დღეს ჩვენ უცნაური ვითარების მომსწრენი ვართ: ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად ორმაგი ბლოკადის ქვეშაა მოქცეული. აშშ-ის გათვლაა, რომ ირანის ეკონომიკა ჩამოიშლება და, რომ სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად, მსოფლიოს დიდი ქვეყნები თეირანზე შესაბამის ზეწოლას განახორციელებენ.

აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან საჰაერო დაბომბვის კამპანიის გაგრძელების ნიშნები ჯერ არ გვაქვს, თუმცა, ამის სრულად გამორიცხვაც არ იქნება მართებული. ფაქტია, ვაშინგტონმა უკან დაიხია „რეჟიმის ცვლილების“ მიდგომიდან და დღეს უფრო ირანის ახალ უმაღლეს ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვის მომხრეა.

ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად ორმაგი ბლოკადის ქვეშაა მოქცეული. აშშ-ის გათვლაა, რომ ირანის ეკონომიკა ჩამოიშლება და, რომ სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად, მსოფლიოს დიდი ქვეყნები თეირანზე შესაბამის ზეწოლას განახორციელებენ

ვაშინგტონის გათვლებით, „საერთო ენის“ გამონახვა ირანზე მძლავრი სამხედრო და ეკონომიკური წნეხის ქვეშ უნდა ხდებოდეს.

- ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ერთი მხრივ ირანის, მეორე მხრივ ტრამპის პოზიციის გამო ნავთობის მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დიდი პრობლემები შეიქმნა.

ვიდრე აშშ-ირანის კონფლიქტი დაიწყებოდა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი სტუმრობდა. ტრამპის ამ ვიზიტების ფონზე დარჩა შთაბეჭდილება რომ ტრამპს ისრაელთან დაპირისპირებული ირანის გარდა რეგიონის ქვეყნებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

მაგრამ, მას შემდეგ რაც რეგიონის ქვეყნებს მათ მიერ წარმოებული ნავთობის ექსპორტის საკითხებში პრობლემები შეექმნათ, არაბთა გაერთიანებული ემირატებმა თქვენს რომ გავლენ OPEC- დან.

რატომ გავიდნენ ემირატები OPEC-იდან? რა მიზეზები უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას და რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- ემირატები დიდი ხანია უკმაყოფილოები იყვნენ OPEC-ის მუშაობით. საქმე ისაა, რომ აბუ-დაბის არ მოსწონდა აღნიშნულ ორგანიზაციაში საუდის არაბეთის დე-ფაქტო ლიდერობა. ერ-რიადი ხშირად არარჩეული ლიდერის როლს ირგებდა, რაც აისახებოდა კიდევაც ნავთობის ფასებსა და OPEC-ის საერთო პოლიტიკაზე.

სხვა სიტყვებით, ემირატები შეზღუდულები იყვნენ როგორც ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვის, ასევე ნავთობის გლობალური პოლიტიკის წარმოებაში. ამის გარდა, OPEC-ის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მცირდებოდა. ამას უნდა დაემატოს ირანში მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც ემირატები დიდად დააზარალა.

ემირატები შეზღუდულები იყვნენ როგორც ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვის, ასევე ნავთობის გლობალური პოლიტიკის წარმოებაში. ამის გარდა, OPEC-ის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მცირდებოდა. ამას უნდა დაემატოს ირანში მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რამაც ემირატები დიდად დააზარალა

OPEC-იდან ემირატების გასვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ამ ორგანიზაცის მეტად დაასუსტებს და მოსალოდნელია, რომ აბუ-დაბისა და ერ-რიადს შორის დაძაბულობა გაზარდოს.

- ირანთან აშშ-სა და ისრაელის დაპირისპირების დაწყებისთანავე პრეზიდენტი პუტინი შეეცადა დაპირისპირებულ მხარეებს შორის რუსეთს შუამავლის როლი შეესრულებინა. მაგრამ, ვნახეთ რომ ასე არ მოხდა.

მანამდე უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, ირანისთვის უაღრესად კრიტიკულ სიტუაციაში როგორი ურთიერთობაა მოსკოვსა და თეირანს შორის. მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა იმის შესახებ რომ ირანში გამდიდრებული ურანის ნაწილი რუსეთში იქნა გატანილი არ დასტურდება, ფაქტია, რომ აშშ-ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში რუსეთი ჩინეთთან ერთად ირანის მხარესაა.

ჩინეთი - ირანის თემასაც ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ, მანამდე უნდა გავიხსენოთ ის რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტად იმყოფებოდა მოსკოვში, რომლის ფარგლებში ის პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.

სავარაუდოდ, როგორ აფასებს მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას?

სავარაუდოდ, რაზე შეიძლება შეთახმდნენ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი პუტინი?

- რუსეთმა ირანში მიმდინარე ომისგან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სარგებელი მიიღო. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნავთობზე ფასების ზრდაა. გრძელვადიანი გადმოსახედიდან კი, ირანი არ დამარცხდა და აშშ-მ თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია.

რუსეთის პარტნიორი, ირანი, ისევ მნიშვნელოვან და ძლიერ სახელმწიფოდ რჩება, რომელმაც თავისი პოლიტიკური სისტემა შეინარჩუნა. ამავდროულად, რუსეთისთვის სასარგებლო ისიცაა, რომ დღევანდელი ირანი ბევრად შეზღუდული სამხედრო ძალისა და გავლენის მქონეა, ვიდრე ის, რაც 2026 წლამდე იყო, რაც მოსკოვისთვის სასარგებლო ნიადაგს ქმნის, ორმხრივი ურთიერთობები გააფართოვოს და ისლამური რესპუბლიკა მეტად დამოკიდებული გახადოს იქნება ეს ეკონომიკურად თუ სამხედრო კუთხით.

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების რადიკალური შემცირება არ შეიძლება შემთხვევითი იყოს და არ უკავშირდებოდეს რუსეთის მხრიდან ირანისთვის დახმარების გაწევისგან თავის შეკავებას

სხვა მხრივ, ქვეყნები აგრძელებენ თანამშრომლობას სამოქალაქო ბირთვული ენერგიისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფნის გასანვითარებლად. კიდევ ერთი სარგებელი, რაც რუსეთმა ირანის ომიდან ნახა, იყო ამ კრიზისის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირება.

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების რადიკალური შემცირება არ შეიძლება შემთხვევითი იყოს და არ უკავშირდებოდეს რუსეთის მხრიდან ირანისთვის დახმარების გაწევისგან თავის შეკავებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში, პეკინში ისლამური რესპუბლიკა აშშ-ის ერთგვარ შემკავებლად აღიქმება, ქვეყნად, რომელიც ვაშინგტონს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ მთელი თავისი ყურადღების გადატანაში ხელს უშლის. რა თქმა უნდა, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა თუ ირანს შორის არჩევანის გაკეთებისას, პეკინი მაინც გაკრვეულ უპირატესობას საუდის არაბეთს, ემირატებსა და დანარჩენ ნავთობით მდიდარ ქვეყნებს ანიჭებს

- აშშ-ირანს შორის საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებში ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა დააფიქსირეს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ირანის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმდებებზე.

ერთი პერიოდი ევროპა თითქოს სოლიდარული იყო ჩინეთის მიმართაც. მაგრამ, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა რომ ირანის ისლამისტურ რეჟიმს ჩინეთი ღიად ეხმარება, ევროპამაც დაიწყო ჩინეთისათვის ეკონომიკურ სანქციებზე მუშაობა. როგორ ჩანს, ჩინეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს მალე მიიღებს. არადა, გვახსოვს, მანამდე ბრიუსელიც და ჩინეთიც საუბრობდნენ მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება-გაფართოებაზე.

გასაგებია, რომ აშშ-თვის ირანის გარდა ჩინეთიც გეოპოლიტიკური კონკურენტია, მაგრამ, ახლა როცა სულ უფრო აქტუალურია თუ როგორ დასრულდება აშშ-ირანის დაპირისპირება, სავარაუდოდ, რა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი აშშ-ირანის დაპირისპირებაში?

- ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებაში ჩინეთი ნეიტრალური იყო და ასეთად დარჩება. ნავთობზე ფასების ზრდა მასაც ეხება, თუმცა, სამხედრო ნაბიჯების გადადგმა პეკინის ინტერესებში არ შედის. ჩინეთი ისევ ბალანსის პოლიტიკას მიყვება. მისთვის სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები მნიშვნელოვანია, თუმცა, არანაკლებ დიდ როლს ასრულებს ირანიც.

გრძელვადიან პერსპექტივაში, პეკინში ისლამური რესპუბლიკა აშშ-ის ერთგვარ შემკავებლად აღიქმება, ქვეყნად, რომელიც ვაშინგტონს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ მთელი თავისი ყურადღების გადატანაში ხელს უშლის. რა თქმა უნდა, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა თუ ირანს შორის არჩევანის გაკეთებისას, პეკინი მაინც გაკრვეულ უპირატესობას საუდის არაბეთს, ემირატებსა და დანარჩენ ნავთობით მდიდარ ქვეყნებს ანიჭებს.

ისრაელი ეწინააღმდეგება სირიაში ანკარის პოზიციების მოძლიერებას, ხოლო დამასკოსთვის ჩრდილოელ მეზობელთან მჭიდრო სამხედრო ურთიერთობები ისრაელის წინააღმდეგ ერთგვარ დამბალანსებელს წარმოადგენს

ეს კარგად გამოჩნდება კიდევაც მომდევნო კვირების განმავლობაში, როდესაც სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებსა და ჩინეთს შორის მორიგი სამიტი იგეგმება. მხარეები მრავალი მსხვილი საინვესტიციო ხელშეკრულების დადებას გეგმავენ და ამის საპირწონედ ირანს ჩინეთისთვის ცოტა რამის შეთავაზება თუ შეუძლია დასავლური ქვეყნების სანქციების გამო.

- გასულ კვირას მოხდა ფაქტი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.

თურქეთმა სირიის მთავრობისგან მიიღო სამხედრო-საავიაციო ბაზის მშენებლობის ნებართვა თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში, უძველეს არამეულ ქალაქში პალმირაში. ბაზის სტატუსი იქნება - "სუვერენული სამხედრო ზონა".

ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, პალმირასთან თურქული სამხედრო ბაზა და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა თავისი მასშტაბით იქნება "რამშტეინის ამერიკული ბაზის" თანაზომადი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამის შესახებ ანკარამ შეატყობინა გაეროს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს. ამის შესახებ ინფორმირებულია ნატოს გაერთიანებული შტაბი.

ვხედავთ, რომ სირიის ახალი ხელისუფლება ყველასთან ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას. მისი წარმომადგენლები ბევრჯერ იყვნენ მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ევროპაშიც. მაგრამ, როგორც ჩანს, სირიის ახალ ხელისუფლებას ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა მაინც ანაკარასთან აქვს.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს სირიის ცენტრალურ ნაწილში, უძველეს არამეულ ქალაქში სირიის ხელისუფლების მიერ თურქეთისთვის სამხედრო ბაზის აშენებაზე თანხმობის მიცემა?

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ და ევროპულმა ქვეყნებმა სირიას სანქციები მოუხსნეს, დამასკო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში რჩება. ქვეყნის ეკონომიკა ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, აღსადგენია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და ტერიტორიული მთლიანობაც.

ეს უკანასკნელი კომპონენტი პირდაპირ კავშირშია ისრაელთან, რომელსაც არ სურს მეზობლად სამხედრო და ეკონომიკური კუთხით მოძლიერებული სირიის ყოლა. თელ-ავივში შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში ძლიერი სირია ისევ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის წინააღმდეგი იქნება.

ამ გათვლებში მნიშვნელოვანია თურქეთის როლიც. ისრაელი ეწინააღმდეგება სირიაში ანკარის პოზიციების მოძლიერებას, ხოლო დამასკოსთვის ჩრდილოელ მეზობელთან მჭიდრო სამხედრო ურთიერთობები ისრაელის წინააღმდეგ ერთგვარ დამბალანსებელს წარმოადგენს.

2023 წლიდან მოყოლებული, ჰეზბოლა ფრიად დასუსტებულა და მისი მთავარი მოკავშირე ირანი დიდი სამხედრო თუ ეკონომიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, შიიტურ მოძრაობას მაინც საკმარისი რესურსი გააჩნია, ლიბანში მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ დარჩეს

- ირანში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე ისრაელი და ლიბანი სამი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ტრამპის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მხარეთა წარმომადგენლებმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ეს უდავოდ კარგი სიახლეა, მაგრამ გაუგებარია როგორ აპირებს ლიბანის ხელისუფლება მის ტერიტორიაზე არსებული ჰეზბოლას ჯგუფების გაკონტროლებას.

ლიბანის ტერიტორიაზე გაეროს მისიის მანდატის სტატუსით იმყოფება რამდენიმე ასეული ფრანგი ჯარისკაცები, რომლებიც ლიბანელი ქრისტიანების დაცვას ცდილობენ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ისრაელი და ლიბანი შეძლებენ სამი კვირით ცეცხლის შეწყვეტას?

- გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა ისევ ჰეზბოლას პოზიციაზე იქნება დამოკიდებული. ჰეზბოლა არაა უბრალოდ პოლიტიკური ძალა, არამედ სოციალურ ნიადაგზე აღმოცენებული მოძრაობაა, რომლის ამოძირკვა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების შედეგად ან ლიბანის სამხრეთ ნაწილში ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესებით თუ მოხდება. ორივე მიდგომა გრძელვადიანი ხასიათისაა და საჭიროებს უზარმაზარ ეკონომიკურ რესურსებს.

ამასთან ერთად, მართალია, 2023 წლიდან მოყოლებული, ჰეზბოლა ფრიად დასუსტებულა და მისი მთავარი მოკავშირე ირანი დიდი სამხედრო თუ ეკონომიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, შიიტურ მოძრაობას მაინც საკმარისი რესურსი გააჩნია, ლიბანში მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ დარჩეს.

ასტანა სომხეთზე დაგეგმილ „ტრამპის გზას“ როგორც კიდევ ერთ დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულების სავაჭრო-სატრანზიტო დერეფნად განიხილავს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰეზბოლამ, ირანის მსგავსად, მმართველობის და თავდაცვის დეცენტრალიზებულ მოდელს მიმართა. ეს კი, ისრაელის მიერ ჰეზბოლას განადგურების შანსებს ამცირებს: მხოლოდ საჰერო დამომბვებით მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდა.

- აპრილში სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისრი ეწვია.

რა ინტერესი აქვს ჩვენ რეგიონში ასტანას?

- ყაზახეთისთვის სამხრეთ კავკასია ევროკავშირისკენ ხიდს წარმოადგენს. ამ გათვლაში განსაკუთრებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის როლი როგორც ქვეყნებისა, რომელთაც ყაზახური ექსპორტისთვის შესაბამისი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გააჩნიათ.

ამავდროულად, ბოლო თვეების განმავლობაში ასტანის ინტერესი ასევე გამოიკვეთა სომხეთისადმი. მართალია, ეს ორი ქვეყანა უკვე მრავალი წელია რაც ევრაზიულ კავშირსა და კუხო-ში არიან გაწევრიანებული, ყაზახური დიპლომატია სომხეთს მაინც ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.

ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებისა და ამ პროცესში აშშ-ის მჭიდრო ჩართვის შემდეგ შეიცვალა. ამიერიდან ასტანა სომხეთზე დაგეგმილ „ტრამპის გზას“ როგორც კიდევ ერთ დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულების სავაჭრო-სატრანზიტო დერეფნად განიხილავს. ზუსტად ამით უნდა აიხსნას აპრილში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ