სებ - მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 6 პროცენტით გაიზარდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა

წლიურ ჭრილში კვლავ გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებიც 6 პროცენტით და მშპ-ს 12.3 პროცენტი შეადგინა - მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა , - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

ანგარიშის თანახმად, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდით აიხსნება.

„2025 წელს ისრაელიდან ტურისტების რაოდენობა და მიღებული შემოსავლები სტაბილურად იზრდებოდა, რის შედეგადაც მისი წვლილი მიღებული შემოსავლების ზრდაში ერთ-ერთი წამყვანი იყო. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ წყაროს კვლავ ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა, საიდანაც მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში მზარდი იყო. ამასთან, 2025 წლის განმავლობაში გაიზარდა აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან შემოსავლებიც. მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დივერსიფიკაცია. წამყვან ქვეყნებთან ერთად, სხვა ქვეყნებიდანაც ვიზიტორთა ზრდამ 2025 წელს შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მეორე მხრივ, 2025 წლის განმავლობაში რუსეთიდან და ბელარუსიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კვლავ შემცირდა,“-ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, 2025 წელს წლიურად 8.6 პროცენტით გაიზარდა ფულადი გზავნილები, რაც ძირითადად ევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხვების ზრდით იყო გამოწვეული.

„ზრდას განაგრძობდა გადმორიცხვები ისრაელიდან. რუსეთიდან გადმორიცხვები აგრძელებდა შემცირებას, თუმცა საგულისხმოა, რომ წლის მეორე ნახევარში უარყოფითი საბაზო ეფექტი ამოიწურა და ზრდის მიმართულებით შეიცვალა. ასევე, 2025 წელს 6.6 პროცენტით გაიზარდა მუშაკთა გზავნილები.“-ნათქვამია ანგარიშში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ