ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში საბრძოლველად მიგრანტების გადაბირებაში მონაწილეობდნენ

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 35 კერძო პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლველად დაუცველი მიგრანტების რეკრუტირებასა და კონფლიქტში გამოსაყენებელი დრონების წარმოებაში მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ დასანქცირებული პირები ხელს უწყობენ ადამიანების გადაადგილებას, რათა ისინი „ფრონტის ხაზზე საზარბაზნე ხორცად“ გაეგზავნათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ეხება ერაყიდან, სომალიდან, სირიიდან, იემენიდან ისეთი ქვეყნებიდან ადამიანების ტრეფიკინგს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად, ასევე, პოლონეთსა და ფინეთში დესტაბილიზაციის მიზნით იგზავნებიან.

ბრიტანეთისგან დასანქცირებული პირებისა და ორგანიზაციების ნაწილი დაკავშირებულია „რუსულიდასაქმების სქემასთან“ - Alabuga Start პროგრამასთან, რომელიც პირებს საზღვარგარეთ ქირაობს. სამინისტროს ცნობით, დასაქმებულები, რომლებიც ძირითადად კამერუნიდან არიან, მუშაობენ დრონების მწარმოებელ ქარხანაში, თათრეთის რესპუბლიკაში.

„მოწყვლადი ადამიანების ექსპლუატაციის პრაქტიკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წარუმატებელი და უკანონო ომის მხარდასაჭერად ბარბაროსულია. სანქციები ჩაშლის იმ ადამიანების ოპერაციებს, რომლებიც მიგრანტებით ისე ვაჭრობენ, როგორც საზარბაზნე ხორცით და პუტინის დრონების ქარხნებს უკანონო კომპონენტებით კვებავენ“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა