ძმებ მიქაძეების ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე მართლმსაჯულება დამარცხდა, რადგან განაჩენი გამოტანილია როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევით - საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, გიორგი და დავით მიქაძეების ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის განცხადებით, საქმეზე ბრძოლას ქვეყნის ფარგლებში ყველა ინსტანციაში, შემდგომ კი სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ უნდა ხდებოდეს. მისი შეფასებით, ეს არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს.

„ამ საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი იყო ერთადერთი პატაკი. სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, პატაკი ვერასდროს უნდა ხდებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამ საქმეში თითქოს ფაზლი შეკრა პროკურატურამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ოღონდ ყველა ამ ფაზლის დეტალს რომიკო გოგიაშვილის პატაკი ეწერა ზემოდან. თუ ერთი პატაკი კრავს ფაზლს, მაშინ დღევანდელ პროცესზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მართლმსაჯულება დამარცხდა იმიტომ, რომ ეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია როგორც კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ეს არის პრეცედენტი, როდესაც შეკვეთით, ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას პროკურატურამ საფუძვლად დაუდო პატაკი, რაც სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. ეს არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს. ბუნებრივია, ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით შემდგომ ორ ინსტანციაში და საქმე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პატაკის საფუძველზეა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მტკიცებულებების გარეშე, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან“,-განაცხადა ადვოკატმა.

შორენა ნიქაბაძის თქმით, ყველა ეტაპზე ადვოკატები აპელირებდნენ იმაზე, რომ პატაკში ნახსენები ირაკლი უსოიანი თუკი გამოძიებისთვის რაიმე ფორმით საინტერესო ფიგურა იყო და ის ამ საქმეში რაიმე ფორმით მონაწილეობდა, გამოკითხული უნდა ყოფილიყო.

„როგორც აღმოჩნდა, ბოლოს წინა პროცესზე მთელი ამბის მთავარ შემოქმედად დასახელდა. პატაკის გარდა, სხვა რაიმე მუსოიანთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი არ არის“,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ მიქაძეებიდან როგორც დაკავებულ გიორგი მიქაძეს, ასევე ძებნაში მყოფ დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ