პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის წმინდა სინოდს - იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო

პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განუცხადა.

მან გაფართოებულ კრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უდიდესი ღირსებით და მოწესრიგებულობით ჩატარდა გაფართოებული კრება.

„უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ იოტისოდენა ეჭვიც კი არ არსებობს საღვთო სამართლიანობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შესრულდა ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო.

აღსაყდრების მსახურება არის დიდკურთხევანში. პატრიარქის ღირსებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია საპატრიარქო ღირსების გახლავთ, პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული. უპირატესი მღვდელმთავრები მსახურობენ, ეს ყველაფერი გაწერილია. აღსაყდრების წესი უკვე ცალკეც არის აღებული კურთხევანიდან და შესაძლოა გამოქვეყნდეს, ყველას შეეძლება უყუროს“,- აღნიშნავს მამა გიორგი ზვიადაძე.

ცნობისთვის, ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე