გრიგოლ გეგელია - თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას, ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაათავისუფლებს აქციების დროს დაკავებულებს და ვითარების დეესკალაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს, მზად არიან, აწარმოონ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

„რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ ერთ თვეზე მეტია ძალიან მკაფიო განცხადება გავაკეთეთ. მიგვაჩნია, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რეჟიმმა საკუთარი ერისადმი დადებითი სიგნალი უნდა გაგზავნოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს რეჟიმი წავა გარკვეული დათმობების გზაზე და დადებით ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორის გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას, ასეთ ვითარებაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ჩვენ ადრეც გავაკეთეთ და ეს აღმოჩნდა სწორი პათოსი. ეს პათოსი აქვს ევროპასაც, ამერიკასაც და ჩვენც, ყველას“,-განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ახალი კათოლიკოს - პატრიარქის პირობებში, ბევრი ახალი, დადებითი პროცესის შექმნა არის შესაძლებელი.

„იმედი მაქვს, ახალი კათოლიკოსი ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება და მისი უწმინდესობა, მოისურვებს, შეძლებს სამოქალაქო კონსოლიდაციას. დღეს ჩვენ, როგორც ერს ძალიან გვჭირდება დადებითი შინაარსის ირგვლივ გაერთიანება. როგორც მოქალაქეს, მინდა ეს მისი უწმინდესი შიო მესამისგან ვნახო“, - განაცხადა გეგელიამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე