ბათუმში, ბახტრიონის ქუჩის მცხოვრებლებმა 36-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართეს

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, აღნიშნული ქუჩის 131 ნომერში 36 სართულიანი კორპუსის მშენებლობამ, 22-სართულიანი საცხოვრებელი სახლის კედლები დააზიანა.

მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. მათი თქმით, კორპუსის მშენებლობამ საცხოვრებლად არაუსაფრთხო გარემო შექმნა.

ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა, რომელმა

განაცხადა, რომ მშენებლობის უხეშ დარღვევაზე დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირებაა არის საჭირო.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ბათუმის მერიამ და მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა ოფიციალურად შეაჩეროს. ამასთან, კომპლექსურად ექსპერტიზა ჩატარდეს და მეზობლად მცხოვრები მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიები მიეცეს.

აქციის მონაწილეები, სამშენებლო კომპანიას პასუხისმგებლობის აღებას და ზიანის ანაზღაურებს სთხოვენ.

აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ხვალ ფართომასშტაბიან პროტესტს იწყებენ.

„კედლები იბზარება, ბავშვებს უსაფრთხო გარემო წაართვეს, ადამიანის სიცოცხლე არავის ადარდებს, ჩვენს უკან ოჯახებია, რომლებიც საფრთხეშია. შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს კორპუსის კედლები, დარღვეულია სამშენებლო რეგლამენტის ფუნდამენტური პრინციპები”,- ამბობენ შეკრებილები

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე