რაჟდენ კუპრაშვილი ლევან ახობაძის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე - გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება

გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის ადვოკატმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ლევან ახობაძის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რა არის ამოღებული ლევან ახობაძის სახლიდან და უცნობია ისიც, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები სხვა ლოკაციაზე.

„დააკავეს ბატონი ლევან ახობაძე, შესაბამისად, ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის შემიძლია ის გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. ვერ გეტყვით დეტალურად, რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო იმ ნივთების დათვალიერება მოხდა.

მე მივდივარ ახლა საგამოძიებო ორგანოში, შევხვდები ბრალდებულს, გავესაუბრები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არაფერი არ ვიცით, ის, რაც თქვენთვის საჯარო სივრციდან საგამოძიებო ორგანოს განცხადებიდან არის ცნობილი, მხოლოდ ეს ვიცით ამ ეტაპისთვის. მე მხოლოდ ეს ლოკაცია ვიცი, ჯერ მასალები არ გვაქვს მიღებული და ვნახავთ, სად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.

უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა