გიგი წერეთელი - აქციისთვის ხელის შეშლა, წინააღმდეგობისა და ბარიერების შექმნა, ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებაა - თუკი აქციაში პოლიტიკურად მათთვის საფრთხის შემცველი არაფერია, რატომ ცდილობენ ყველა მეთოდით ხელის შეშლას?!

დღევანდელი აქციისთვის ხელის შეშლა, წინააღმდეგობისა და ბარიერების შექმნა მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებაა - თუკი დღევანდელ აქციაში პოლიტიკურად მათთვის საფრთხის შემცველი არაფერია, მაშინ რატომ ცდილობენ ყველა მეთოდით აქციისთვის ხელის შეშლას?! - ეს განცხადება პარტია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ „ავტოკრატიული მისწრაფებების“ მქონე ხელისუფლებას მხოლოდ ქუჩაში ბევრი ადამიანის გამოსვლის ეშინია და ამას უფრთხის. წერეთელმა ამ კონტექსტში 26 მაისის აქციაზე ბევრი ადამიანის ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“წარმოუდგენელია, რომ დღეს საზოგადოება დამოუკიდებლობის აღნიშვნაში ჩართული არ იყოს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ ხდება ერთხელ - ეს არის მუდმივი პროცესი. როგორც კი მოდუნდები, მით უმეტეს ისეთ რეგიონში და ისეთი მეზობლის გვერდით, სადაც საქართველო იმყოფება, საფრთხე მუდმივია.

26 მაისი ზეიმთან ერთად, ბევრი ადამიანისთვის ასევე პროტესტის გამოხატვის დღე იქნება. პროტესტი იმ რეალობას ეფუძნება, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რის გამოც ორი წელია ქვეყანაში აქტიური პროტესტია. ქვეყნის დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარეშე.

ვითარება, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის გარანტირებულად შენარჩუნების ვითარება არ არის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა