„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება. შემდეგი სესია 28 მაისს, 20:00 საათზე, „ლოლიტაში’’ გაიმართება და ის აგრობიზნესის თემატიკას დაეთმობა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწვეული სპიკერები: „ტელაგრის“ დამფუძნებელი - ირაკლი ჩიქავა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე და „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი - ბექა გონაშვილი, დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებენ იმაზე, თუ როგორ უნდა წამოვიწყოთ აგრობიზნესი, რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ გზაზე და სად უნდა მოვიძიოთ რესურსები აგროსაქმიანობის დასაწყებად.

28 მაისის შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა, ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესების და გამოწვევების წარმოჩენა და მათ საპასუხოდ, ბაზრის მოთამაშეების განსხვავებული ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარებაა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს