ირაკლი კუპრაძე - აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს „ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი - არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველო, არ დარჩება დაუსჯელი

30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი - თუ ამ პირობებში არა, მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ყველა ამ კორუფციულ საქმეს და არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, არ დარჩება დაუსჯელი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და „ანტიქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა უმნიშვნელოვანესი კვლევა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი. მხოლოდ ბოლო 6 თვეში, ელიტური კორუფციის 33 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ლევან ჟორჟოლიანის დაუსაბუთებელი ქონება, კალაძის გარემოცვაზე გაცემული პრობლემური სამშენებლო ნებართვები, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიის მიერ მოგებული 10.4 მლნ ლარის ტენდერები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენებისთვის 178 მილიონი ლარის მიღებია, „ილი ჯგუფისთვის“ ბიუჯეტიდან მიღებული 250 მლნ ლარი და ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა.

გამოვლენილი 315 სავარაუდო კორუფციული საქმის სია ასე გამოიყურება - მთავრობის 40 წევრი არის ამ კორუფციულ სქემებში სავარაუდო თანამონაწილე, პარლამენტის 48 წევრი, 20 მოსამართლე „კლანის“ წარმომადგენელი და რაც სრულიად მოსალოდნელი და ბუნებრივია, მუნიციპალური თანამდებობის პირები 81.

მაშინ, როცა ძვირდება ფასები „ანტიქართული ოცნება“ ჩაფლულია ძალიან მძიმე შეკითხვები ელიტური კორუფციის საქმიანობაში. ეს მაჩვენებელი არის უპრეცედენტო, რომელიც მიუთითებს „ქართული ოცნების“, მასთან დაკავშირებული ბიზნესის მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ საქმიანობაზე. პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და „ანტიქართულ ოცნებას“. თუ ამ პირობებში არა, მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ყველა ამ კორუფციულ საქმეს და არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, არ დარჩება დაუსჯელი,“ - განაცხადა კუპრაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია