შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე  - რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მათთვის მორალი არ მოქმედებს და სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ

ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე - რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მათთვის მორალი არ მოქმედებს და სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არის რადიკალების ჯგუფი, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს და შეუძლიათ, ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ.

„ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე. რაც შეეხება სხვა ჯგუფებს - ყველამ ვიცით, რომ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლიათ, ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ. მორალი მათთვის არ მოქმედებს. ისინი სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი და სიურპრიზი ჩვენთვის არ არის. ჩვენთვის მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ, მშობლებმა და მათმა შვილებმა იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის რომ ის ზრუნვით იყოს განწყობილი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს [დიუშენით დაავადებული] ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე“.

მისივე თქმით, კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია