მაკა ბოჭორიშვილი - დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დიასპორის დღის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები წარედგინათ, რომლებიც ქართული იდენტობის, ენისა და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

„დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ცოტა ხნის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიასპორის დღე და გავაკეთეთ ახალი პროექტების პრეზენტაცია. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები შევთავაზეთ, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება სწორედ ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე, დიასპორის სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე და, რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დიასპორაში, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის, იმიტომ რომ, ის ძალიან ხშირად არის მაკავშირებელი ჩვენს სამშობლოსთან, ჩვენს ქართულ კულტურასთან და სულიერებასთან. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათთან კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი კავშირი სამშობლოსთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ამას ხელი და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მაქსიმალურად იყვნენ სამშობლოსთან დაკავშირებული", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტები და ინიციატივები სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების ეროვნული, კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია