ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებისთვის გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მოლაპარაკებებს, რომელსაც დაუნინგ სთრითზე პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს, ასევე ესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავარი საკითხი ომში უკრაინის თავდაცვის საკითხი იქნება.

„მთავარი აქცენტი ომში ჩვენს თავდაცვაზე, საჰაერო თავდაცვის სფეროში მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უფრო ფართო თანამშრომლობაზე და დიპლომატიური პერსპექტივების შესახებ ჩვენს საერთო ხედვაზეა - ევროპა მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს და ძლიერი უნდა იყოს“, - აცხადებს ზელენსკი.

მან უკრაინის პარტნიორებს დახმარებისთვის და რუსეთზე ზეწოლისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს და ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც რეალური ნაბიჯებით გვეხმარებიან სიცოცხლის დაცვის გაძლიერებასა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდაში მისი აგრესიის გამო. რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს“, - წერს ზელენსკი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა