ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანიდან გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან გასროლილი ბალისტიკური რაკეტები დააფიქსირეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ორი რაკეტა მოიგერიეს.

CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპასუხოდ უსაფრთხოების კონსულტაციები მოიწვია.

გასულ კვირას ირანი ისრაელზე პირდაპირი თავდასხმით დაიმუქრა, თუ ისრაელი ბეირუთს დაარტყამდა. ისრაელმა დღეს ლიბანის დედაქალაქს დაარტყა „ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ.

ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ორშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაიხურება. ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ მოსახლეობას თავშესაფრებთან სიახლოვეს დარჩენისკენ მოუწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა