სალომე სამადაშვილი - რუსეთს ძალიან მშვიდად მოუწევს შეეგუოს სომხეთის არჩევანს, ასევე, შეეგუება ჩვენი ევროპული მომავლის შეუქცევადობას - სწრაფად უნდა დავეწიოთ ეპოქალურ ცვლილებებს, რომელიც ამ რეგიონში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მიმდინარეობს

რუსეთს ძალიან მშვიდად მოუწევს შეეგუოს სომხეთის არჩევანს. ასევე შეეგუება ჩვენი ევროპული მომავლის შეუქცევადობას, - ამის შესახებ "ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სადამაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვით ნიკო ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს.

მისი თქმით, სწრაფად უნდა დავეწიოთ ეპოქალურ ცვლილებებს, რომელიც რეგიონში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მიმდინარეობს.

"თავისუფლების, ევროპული მომავლის, მშვიდობის გზის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი სომხეთში, იმედია, ნათელს გახდის, როგორ ატყუებს ხალხს ივანიშვილის რეჟიმი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა აბსურდია 'მშვიდობის' დაპირისპირება ევროპულ არჩევანთან, როგორ სულელად მიაჩნია ხალხი ივანიშვილს.

რუსეთს ძალიან მშვიდად მოუწევს შეეგუოს სომხეთის არჩევანს. ასევე შეეგუება ჩვენი ევროპული მომავლის შეუქცევადობას. ახლა მთავარია ჩვენმა ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება, რომელიც მას ეკუთვნის. ხალხის არჩევანი რომ სწორი იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება.

სწრაფად უნდა დავეწიოთ ეპოქალურ ცვლილებებს, რომელიც ამ რეგიონში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ მიმდინარეობს. მართლაც სულელებად შევალთ ისტორიაში ეს თუ ვერ მოვახერხეთ", - წერს სამადაშვილი "ფეისბუქზე".

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა