ნიკოლ ფაშინიანი - „სამოქალაქო კონტრაქტი“ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას - სომხეთის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, მომავალი და მშვიდობა - მიყვარხართ, ვამაყობ

პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანმა პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას.

"არჩევნების შედეგების საფუძველზე გაიმარჯვა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“. პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას.

მადლობას ვუხდი სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, რომელთაც, უპირველეს ყოვლისა, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და თავისუფალად მისცეს ხმა.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2021 წელთან შედარებით, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის ხმები, ჩვენი მოქალაქეების ნდობის უფრო დიდი რიცხვი. ეს ქმნის სავალდებულო პასუხისმგებლობას და ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დაიცვა დამოუკიდებლობა, დაიცვა მომავალი და დაიცვა მშვიდობა. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის არჩევნებში სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ხმა მისცა 16 ნომერს. ძვირფასო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებო, მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველას წინაშე", - აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა: "გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას".

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა