ნატო-ს მოიერიშე თვითმფრინავებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

ლატვიის ნატო-ელი მოკავშირეების გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონი ბალტიის საჰაერო პატრულირების ნატო-ს მისიაში ჩართულმა ფრანგულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონი ლატვიაში რუსეთის რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების მოქმედების შედეგად შევიდა.

ამასთან, დრონმა მოლდოვას საჰაერო სივრცეც დაარღვია. მისი ჩამოვარდნის ადგილას არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა