4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გიორგი რურუას ადვოკატი - ჩვენ თავიდანვე გვინდოდა საპროცესო შეთანხმება და დიდი ხანი ველოდებით ამ შეთანხმებას - როგორც იქნა მივაღწიეთ და ძალიან გვიხარია

ჩვენ თავიდანვე გვინდოდა საპროცესო შეთანხმება და დიდი ხანი ველოდებით ამ შეთანხმებას. როგორც იქნა მივაღწიეთ და ძალიან გვიხარია, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი რურუას ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა.

მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულია, ვისაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.

“საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენ მივმართეთ და მივაღწიეთ აღნიშნულს. ეს გახლავთ 3 წელი პირობითი სასჯელი და დარბაზიდან გათავისუფლება. საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო, საქმე სხვა მოსამართლეს დაეწერება და ეს შეთანხმება დამტკიცდება.

საპროცესო შეთანხმება აღიარების საფუძველზე ფორმდება, ვაღიარებთ იმას, რაც ჩავიდინეთ. ჩვენ თავიდანვე გვინდოდა საპროცესო შეთანხმება და დიდი ხანი ველოდებით ამ საპროცესო შეთანხმებას, როგორც იქნა მივაღწიეთ და ძალიან გვიხარია”, - განაცხადა სირანაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 14 პირიდან კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. ესენი არინა: გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა