ანტონიო კოშტა - სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს

სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს, ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს ამ შედეგებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის მდგრადობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. ერთად, ევროკავშირი და სომხეთი ამყარებენ უფრო მჭიდრო კავშირებს ადამიანებს შორის და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და გაციფროვნების სფეროში. ჩვენი ძლიერი პარტნიორობა ინვესტიციაა უფრო მშვიდობიანი და აყვავებული მომავლისთვის მთელი რეგიონისთვის“, - წერს კოშტა.

ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში გამარჯვებას. მოდით, გავაგრძელოთ ამ განახლებული იმპულსის გამოყენება ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - წერს რობერტა მეცოლა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა