მარტა კოსი ნიკოლ ფაშინიანს - რაც შეიძლება მალე ჩამოვალ სომხეთში - ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია

ნიკოლ ფაშინიან, გილოცავთ სომხეთის არჩევნებში წარმატებას. რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხების არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის მიმართ, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„რაც შეიძლება მალე ჩამოვალ სომხეთში - ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ უცვლელია. დღეს ჩვენ ასევე დავიწყებთ მუშაობას ევროკავშირ-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა“, - წერს ევროკომისარი.

ცნობისთვის, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 005-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დაითვალა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“, ხმების 49.825%-ით მოიპოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა