პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს, მოძმე სომეხ ხალხს წარმატებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას უსურვებს.

„გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მოძმე სომეხ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა დინამიური, მეგობრული და პროდუქტიულია. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ კავშირების განვითარებას ჩვენი მოძმე ერების მომავლის სახელით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ