კანონპროექტის ინიციატორს პროექტის გამოთხოვა მესამე მოსმენით მიღებამდე შეეძლება

კანონპროექტის ინიციატორს უფლება ექნება მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი მესამე მოსმენით მიღებამდე გაითხოვოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონის პროექტის დღის წესრიგიდან მოხსნისა და მისი უკან გათხოვის მიზნით, პროექტის კენჭისყრის გზით “ჩაგდება“ საჭირო აღარ იქნება.

პარლამენტის დღეს მოქმედი რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს სათანადო მოტივირებით კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე გამოითხოვოს. იმ შემთხვევაში კი, თუ პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მას ინიციატორი უკან ვეღარ გაიწვევს და უკვე კენჭნაყრელ პროექტზე გადაწყვეტილება თავად პარლამენტმა უნდა მიიღოს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს გაითხოვოს მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი მესამე მოსმენით მიღებამდე. ამ უფლებით სარგებლობისთვის აღნიშნული კანონპროექტის ყველა მოქმედი ინიციატორი, ხოლო თუ იგი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია ამომრჩეველთა მიერ, შესაბამისი საინიციატივო ჯგუფი, წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს, რაც პარლამენტის ბიუროს სხდომის საოქმო ჩანაწერით გაფორმდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა