აფგან სადიგოვის ცოლი - სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 4-5 ნიღბიანი შეიჭრა ადგილას, სადაც აფგან სადიგოვი იმყოფებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის ინფორმაციით, მისი ქმარი რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ძალის გამოყენებით წაიყვანა.

როგორც სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით მიჰყავდათ.

“ახლახან, 4-5 ნიღბიანი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა ადგილას, სადაც აფგან სადიგოვი იმყოფებოდა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მათ არ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ან რატომ მიჰყავდათ”, - წერს სადიგოვა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა