ირაკლი კირცხალია - ვფიქრობთ, რომ საგზაო წესებთან დაკავშირებით რიგი მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს

უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც.

ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგზაო წესებთან დაკავშირებით რიგ შემთხვევებში უნდა შემსუბუქდეს მიდგომები და ჯარიმები.

„მინდა, გამოვყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რაზეც ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები. უმრავლესობის ფორმატშიც გავიარეთ კონსულტაცია, განსაკუთრებით იურიდიული კომიტეტი მუშაობს თემასთან დაკავშირებით.

კერძოდ, კონსულტაციები მიმდინარეობს ბატონ მამუკა მდინარაძესთან, ასევე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს შსს მინისტრთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ.

ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ.

ალბათ, უკვე შემდგომი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის, გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება.

რატომაა ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში საგზაო წესებთან დაკავშირებით შემსუბუქდეს რიგი მიდგომები და რიგი ჯარიმები. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა, კანონდარღვევაა და რამდენად პროპორციულია გადაცდომასთან მოქმედი ჯარიმები.

დამერწმუნეთ კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ რა ცვლილებები დაიგეგმება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი