ირაკლი კირცხალია - მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში მონაწილეობდა და გააცნობიერა, სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

მოვუწოდებ ყველას, ვინც ბინძურ თამაშებში მონაწილეობდა და ვინც გააცნობიერა სად იყვნენ და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ბოლომდე გააცნობიერონ და ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ბევრი აქტივისტი შეცდომაში იყო შეყვანილი.

"ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ აქტივისტსა და შეცდომაში შეყვანილ მოქალაქეს უბიძგებდნენ იმ ძალიან მძიმე კანონდარღვევისკენ, რომელი კანონდარღვევებიც სახეზე გვაქვს, კარგად ვხედავდით უკანა ხაზებში ან გადამალულს თავიანთ სახლებში. ასევე ვხედავთ, რომ გამართულ სახელმწიფოში დესტრუქციისა და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი პასუხისმგებლობაში არის მიცემული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალია.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 დაკავებულს გაუფორმდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა