გია ხუხაშვილი - ივანიშვილი ცდილობს, ტრიუკები ჩაატაროს, ვითომ უკრაინას ელაპარაკება, ამერიკასთან ალაგებს - სააკაშვილს ყავლი გაუვიდა, ანტიგმირი განულებული თუ არა, ძალიან დასუსტებულია და შეიძლება, ქვეყნიდან გააგდონ

პოლიტ"ოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების" პროპაგანდა ნაგავშია გადასაგდები“, რადგან სომხეთმა განვითარების ვექტორად ევროკავშირი აირჩია, რუსეთმა კი სომხეთის წინააღმდეგ ომის დაწყება ვერ შეძლო.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთში ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ვიდრე საქართველოში და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების კონცეფციაზე დაფუძნებული ნარატივი აზრს კარგავს.

„სომხეთის არჩევნების შემდეგ ავადსახსენებელ უსაფრთხოების კონცეფციაზე დაფუძნებული მთელი პროპაგანდისტული ნარატივი აზრს კარგავს. სომხეთმა გადადგა პრინციპული ნაბიჯი და განვითარების გაცხადებული ვექტორი არის ევროკავშირი. ამ ხაზმა გაიმარჯვა და არჩევნებზე დადასტურდა. ამის შემდეგ ხელისუფლება, ჩვენ როგორ უნდა გველაპარაკოს მეორე ფრონტზე ან ომის საფრთხეზე ან დიფსთეითზე, როცა სომხეთში ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდა რუსეთს. იქ თუ ვერ შეძლო ომი, ჩვენთან რანაირად? გამოდის რომ მთელი ეს პროპაგანდა ნაგავშია გადასაგდები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემაში საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფელბამ უკრაინაში „გააძევოს“ და საკითხი უკრაინელებთან და ამერიკელებთან „ვაჭრობაში“ გამოიყენოს და მისი გათავისუფლებით „დივიდენდი“ მიიღოს.

„სააკაშვილი, როგორც ბუა, ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყენა. სააკაშვილი ხომ თავისი არაადეკვატურობით მუდმივად ბიძინას წისქვილზე ასხამდა წყალს. მტრის ხატი იყო სააკაშვილი და ამ ტალღაზე არჩევნებს მუდმივად იგებდა ივანიშვილი. სააკაშვილი იყო მისი მთავარი დამხმარე საარჩევნოდ, მაგრამ ყავლი გაუვიდა, აღარავის აღარაფერში სჭირდება სააკაშვილი. შიდა პოლიტიკაშიც ის როგორც ფაქტორი, ანტიგმირი, განულებული თუ არა, ძალიან დასუსტებულია. უკრაინასთან იყო ორი თუ სამი შეხვედრა, ცდილობს ბიძინა, რომ რაღაც ტრიუკები ჩაატაროს, ვითომ უკრაინას ელაპარაკება, ვითომ ამერიკასთან ალაგებს, ამ კონტექსტში შეიძლება ამოკრან წიხლი და გააგდონ. არ გამიკვირდება თუ ასე მოხდა. სააკაშვილი აღარ არის აღარანაირი ფაქტორი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი