ირაკლი კობახიძე ამერიკელებზე - ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას

[ამერიკელები] ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას , - ასე უპასუხა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის შეკითხვას: „თქვენ ახსენეთ ომში ჩათრევის ისტორია, რატომ მოუნდათ ამერიკელებს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან იმ მომენტში, როცა არანაირ თანამდებობას არ იკავებდა?“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას [ამერიკელები] სიტყვა „ომს“ არ ახსენებდნენ.

„გითხრათ, რა იყო მთავარი გზავნილი, რას სთხოვდნენ, გითხრათ? პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას, ამათ არ იციან, რა უნდა გააკეთონო, იქ სიტყვა ომი არ იყო ნახსენები, მაგრამ ეს სიტყვები იყო, რომ ამათ არ იციან რა უნდა გააკეთონ და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელია. ეს სიტყვები იყო ნათქვამი იმ შეხვედრაზე. ჯერ იყო სხვა შეხვედრები, მერე იყო მესამე შეხვედრა, სადაც ამ სიტყვას, „ომს“, არ ახსენებენ, მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნდი და გააკეთე, რაც გასაკეთებელიაო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ