კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - სრულიად საქართველო გაერთიანდა მის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა

ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - სრულიად საქართველო გაერთიანდა მის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იყო ძალა, რომელიც იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხა

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილზე პირდაპირი შეტევა 2012 წლიდან მიმდინარეობს.

„ქვეყანას რომ ებრძვიან, ამას საზოგადოება ხედავს და ეს გუშინ არ დაწყებულა. 2012 წლიდან მოყოლებული მიდის პირდაპირი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. გადახედეთ, რა განცხადებები კეთდება, რა გზავნილები ჟღერდება, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, ტყუილზე იყო დაფუძნებული. შანტაჟი დღესაც გრძელდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჯერ დავიწყოთ 2012 წლის პირველი ოქტომბრით. ამ ადამიანმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. სრულიად საქართველო გაერთიანდა მის ირგვლივ და არჩევნებით დამარცხდა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ხალხმა დაინახა, რომ ეს არ იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო ძალა, რომელიც იმართებოდა გარედან, გარე აქტორების ჩართულობით, მათი უშუალო დავალებებით და თუ რაიმე სიბინძურე, საშინელება შეიძლება იკადროს ადამიანმა, ყველაფერი გააკეთეს და აკადრეს ქართველ ხალს.

ბიძინა ივანიშვილის ჩართულობით, ჩვენ მშვიდობიანად დავამარცხეთ ეს ძალა. ხედავთ, რომ ქვეყანას დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას. ქვეყანაში დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ისე, როგორც არასდროს, განმტკიცებულია სუვერენიტეტი, ვიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს ცხადია, მარტივი არ არის. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ მარტივად ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი შემოტევები და ზეწოლა მიდის, რომელიც დღესაც გრძელდება. ხედავთ, თუ რა ტიპის განცხადებები კეთდება სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და როგორია შემოტევა, თუმცა დღეს საზოგადოებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რატომ აქვთ ამხელა ინტერესი, რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა მოწოდებები კეთდებოდა და რას გვეუბნებოდნენ კაბინეტებში. ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია იმაში, რომ მისი მონაწილეობით, გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა